ამერიკის ფედერალური მოსამართლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

ამერიკის ფედერალური მოსამართლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამერიკის ფედერალურ მოსამართლეს – ვირჯინია ქოვინგტონს უმასპინძლა. მისი ვიზიტი USAID-ის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში მიმდინარეობდა. ვირჯინია ქოვინგტონი შეხვდა და ესაუბრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ამირან ძაბუნიძესა და მოსამართლეებს, დაესწრო სასამართლო პროცესებს. გაცვლითი ინფორმაციული დიალოგის თემები იყო საქმეთა ეფექტიანი ადმინისტრირება და მენეჯმენტი, მოსამართლეთა დატვირთულობა და მათი რაოდენობის გაზრდის საჭიროება, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება სასამართლოს სერვისების შესახებ, სასამართლოს სხდომებში მონაწილე პირებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და სხვა.       ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამასა( PROLoG) და საქართველოს სასამართლოების სისტემას შორის თანამშრომლობა 2015 წლიდან დაიწყო და ეფექტურად გრძელდება სამართლიანი სასამართლო პროცესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისათვის. 

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin