პირველი ინსტანცია

ფორმის გადმოწერის ინსტრუქცია
მიმაგრებული ფაილში ,,დაარქივებულია” (გაერთიანებულია) სამი დოკუმენტი, ესენია:
1. სარჩელის ელექტრონულად შესავსები ფორმა;
2. სარჩელის ხელით შესავსები ფორმა; და
3. სარჩელის ელექტრონულად და ხელით შესავსები ფორმების შენიშვნები.
1-ლი მოქმედება:
,,მიმაგრებული ფაილის გადმოწერაზე” დაჭერისას გამოდის ფანჯარა, რომელიც გაძლევთ არჩევის საშუალებას – გასხნათ (Open) ან დაიმახსოვროთ (Save) ფაილი ან გააუქმოთ მოქმედება (Cancel). აირჩიეთ დამახსოვრება (Save), მონიშნეთ ,,Desktop”-ი და კვლავ დააჭირეთ დამახსოვრებას (Save). მიმაგრებული ფაილი უკვე თქვენს კომპიუტერში, თქვენს სამუშაო დაფაზეა (,,დექსტოპზეა”) განთავსებული. 
მე-2 მოქმედება:
მიმაგრებულ ფაილში მოთავსებული სამი დოკუმენტის ,,ამოსაარქივებლად” (გამოსაცალკევებლად) გახსენით გადმოწერილი ფაილი, მონიშნეთ ერთი ან ყველა დოკუმენტი, დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, ჩამონათვალიდან აირჩიეთ ,,Extract to the specified folder Alt+E”, ახლადგამოჩენილ ფანჯარაში მონიშნეთ ,,Desktop”-ი და დააჭირეთ ,,OK”-ის. ,,ამოარქივება” ამით დასრულდა.
ამოარქივების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ შეუზღუდავად ისარგებლოთ დოკუმენტით.
გისურვებთ წარმატებებს.