USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ამირან ძაბუნიძესა და მოსამართლეებს შეხვდა. შეხვედრა შედგა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ – ფარგლებში. იგი ითვალისწინებს მართლმსაჯულების გაძლიერებას სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. ბატონმა ვიბლერმა მოისმინა ქართველი მოსამართლეების მოსაზრებები სასამართლო სისტემის მხარდაჭერისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ.