პერსონალურ მონაცმეთა დაცვის ოფიცერი
ხატია ჯავახიშვილი
ტელ: 505 55 91 95
ელ-ფოსტა: kh.javakhishvili@hcoj.gov.ge
ყველას აქვს უფლება გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
საჯარო ინფორმაციის მისაღებად განცხადების წარმოდგენა შეიძლება ადგილზე, ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონულად, საჯარო ინფორმაციის პროგრამის მეშვეობით.
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა.
მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში “საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა:
– ასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარი;
– პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარი;
– კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა).
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირთან.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:
ქეთევან აწყურელი (კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსი)
ტ:. (+995 032) 251 05 55 (შიდა ნომერი 1723) შ/ნ, ელ-ფოსტა: kutaisi-appeal@court.ge
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
საქართველოს კონსტიტუცია
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ნიმუში
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების შევსების ინსტრუქცია
საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივრის ნიმუში
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შევსების ინსტრუქცია
ფორმები:
განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ნიმუში
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების შევსების ინსტრუაცია
ადმინისტრაციული საჩივარი
ყოველწლიური ანგარიშები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.