24 ოქტომბერი 2024
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, კონსორციუმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა 2024 წლის ივლის-აგვისტის პერიოდში მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების აღქმების მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებიც ნათლად ადასტურებს, რომ, ერთი მხრივ, საქართველო, რესპონდენტთა მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დადებითად შეფასების თვალსაზრისით, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოთა რიგებშიც კი მოიაზრება; მეორე მხრივ, 2018 წლის ანალოგიური კვლევის შედეგებთან შედარებით, ცალსახად დასტურდება 2018-2024 წლებში განხორციელებული რეფორმებით მიღწეული პროგრესული მაჩვენებელი.
აღნიშნული, მნიშვნელოვანი კვლევის სრული შედეგები ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ: https://www.justice.gov.ge/?m=articles&id=kpVk6xQ9OO).