ხათუნა ხომერიკი

ხათუნა ხომერიკი

დაიბადა 1970 წლის 18 დეკემბერს. ქ. ოზურგეთში.

1988 წელს დაამთავრა ოზურგეთის №2 საშუალო სკოლა;

1990 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1991-1994 წლებში მუშაობდა ოზურგეთის რაიონის სასამართლოში თარჯიმნად;

1994 -2000 წლებში მუშაობდა სს ”ქუთპურტრანსის” იურისტად;

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2000 -2001 წლებში მუშაობდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში იურისტად;

2001-2002 წლებში მუშაობდა იმერეთის საოლქო პროკურორის სტაჟიორ-თანაშემწედ;

საქართველოს პრეზიდენტის 05.03.2002წ, №249 განკარგულებით დაეკისრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება 18 თვის ვადით, რაც საქართველოს პრეზიდენტის 03.05.2003წ №514 განკარგულებით ”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 852.1 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით ვადამდე შეწყდა და 2003 წლის ივნისში დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით;

საქართველოს პრეზიდენტის 24.02.2006წ №166 ბრძანებულებით გათავისუფლდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოებისმოსამართლეთა რეზერვში;

საქართველოს პრეზიდენტის 02.04.2007წ, №140 განკარგულებით დაეკისრა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში;  

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 055.2011წ, №1/81 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაეკისრა ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 055.2011წ, №1/83 გადაწყვეტილებით მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში;    

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 30.10.2012წ, №1/231 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 29.11.2013წ, №1/178 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 29.11.2013 წ, №1/187 გადაწყვეტილებით განმწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.