ქუთაისის სააპელაციო სასამართლო წლის ღონისძიების გამარჯვებულია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო წლის ღონისძიების გამარჯვებულია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებისგან“ დაწესებულ ნომინაციაში „ღია სასამართლო ინსტანცია“ 2021 წლის გამარჯვებულად გამოცხადდა.

     ,,სასამართლომ აჩვენა ინსტიტუციური და პროფესიული თანამშრომლობის სტანდარტი, – განმარტავს ორგანიზაციის ადმინისტრაცია. – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით წარვუდგინეთ გელათის ტაძრის ირგვლივ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამართლებრივი დასკვნა, რაც სრულად გაიზიარა განმხილველმა შემადგენლობამ. ცალკე აღნიშვნის ღირსია სასამართლოს მენეჯმენტის პროცესის მონაწილე მხარეებთან კომუნიკაციის სტანდარტი, რაც ხორციელდება კარგი თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით.”

     ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სახელით წლის ტრადიციულ ღონისძიებას დაესწრო სასამართლოს მენეჯერი გიორგი ზარნაძე.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin