სასამართლოსთან სკოლის მოსწავლეების ინფორმაციულ-შემეცნებითი კონტაქტი მომავალ თაობაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, წლებია, ყურადღებით ეკიდება ამ თემას. ამჯერად, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-კოლეჯის სასწავლო ვიზიტი სასამართლოში სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში შედგა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში გაცნობითი ტური და საინტერესო შეხვედრა სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკოსთან – ასეთი იყო კიდევ ერთი ღონისძიების დღის წესრიგი. სამომავლოდ, დაიგეგმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმიტირებული პროცესის გამართვა, რომლის ორგანიზებაში მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბს პროფესიონალურ დახმარებას პრაქტიკოსი იურისტები გაუწევენ.