მარინა სირაძე

მარინა სირაძე

დაიბადა 1961 წლის 8 ოქტომბერს. ქ. ქუთაისში.

1978 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მეორე საშუალო სკოლა.

1992 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

1982-1991 წლებში მუშობდა კრასნოიარსკის შს სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

1992 წლიდან იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 მაისის №255 ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ. 

საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და 541 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის №893 ბრძანებულებით გათავისუფლებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის №1/280 გადაწყვეტილებით დაინიშნა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 30 ოქტომბრის №1/229 გადაწყვეტილებით თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2012 წლის 31 ოქტომბრიდან.