დაიბადა 1972 წლის 9 ოქტომბერს
ქ. ქუთაისში.
1989 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის №17 საშუალო სკოლა.
1990-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1992 წლის იანვრიდან მაისამდე მუშაობდა ქ. ქუთაისის სასამართლოში სასამართლოს აღმასრულებლად.
1992-1999 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის სასამართლოში სხდომის მდივნად.
1999-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2005 წლის ივნისში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის №803 ბრძანებულებით დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №84 ბრძანებულებით გათავისუფლდა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №84 ბრძანებულებით გათავისუფლდა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №82 ბრძანებულებით გაამწესეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ თავისი სამოსამართლეო უფელბამოსილების ვადის ფარგლებში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 31 მაისის №1/102-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 31 მაისის №1/107-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 1 აგვისტოს №1/133 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ.
საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 1 აგვისტოს №1/134 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.
საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის №1/201 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან, დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ, 3 წლის ვადით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 19 ივნისის №1/204 გადაწყვეტილებით 2017 წლის 20 ივნისიდან დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.