მაკა გორგოძე

მაკა გორგოძე

დაიბადა 1975 წლის 9 იანვარს, ადიგენის რაიონში;

განათლება:

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის N5 საშუალო სკოლა;

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1999 წელს სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სამართლისისტორიის სპეციალობით (ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული გამოცდები, პარალელურად მუშაობდა თემაზე’ერეკლე მეორის სამართლებრივი დოქტრინა’);

2003-2005 წლებში იყო თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის მაძიებელი, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 7 სამეცნიერო სტატია, ასევე არის მონოგრაფიის ავტორი თემაზე ‘რეციდიული დანაშაულობის კრიმინოლოგიური დახასიათება“;

სამუშაოგამოცდილება:

1998-1999 წლებში მუშაბდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, ლექტორად;

1999-2004 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრაზე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით;

2004-2005 წლებში მუშაობდა ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მოძღვრების, საქართველოს ისტორიის და სამართლის კათედრაზე, სისხლის სამართლის მიმართულებით;

2005- 2006 წლებში იყო ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა დატექნიკური ექსპერტიზის კათედრის სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორი;

2006-2007 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულიფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით (სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სექტორში);

2007 წელს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში სპეციალისტად;

2007 წელს მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსად;

2007-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2009- 2012 წლებში მივლინებული იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, პარალელურად დავალებული ჰქონდა ხარაგაულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება;

2010-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2012-2016 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/159 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის 1/270 გადაწყვეტილებით უვადოდ გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლს სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ კანონით დაგენილი ასაკის მიღწევამდე.