პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1964 წლის 1 იანვარს ლენტეხის რაიონის სოფელ ლემზაგორში.
განათლება:
1981 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშის საშუალო სკოლა.
1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
1988-1990 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონის მეურნეობაში იურისტ-კონსულტად.
1990-1992 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურაში გამომძიებლად.
1992-1999 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურატურაში განყოფილების პროკურორად.
1999-2002 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2002-2009 წლებში იყო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და 2002-2007 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2009-2012 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2010-2012 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2012-2013 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2013-2016 წლებში იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2016-2019 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და 2017-2019 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2019 წლის მაისიდან დანიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ.