ლაურა მიქავა

ლაურა მიქავა

დაიბადა 1977 წლის 02 დეკემბერს წალენჯიხაში;

1994 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავას საშუალო სკოლა;

1998 წელს წარჩინებით დაათავრა ქ. ზუგდიდის სახელმწიფო უმაღლესი კოლეჯი დაწყებითი ენის მეთოდიკისა და პედაგოგიკის სპეციალობით;

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი;

2003 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სამოქალაქო სამართლის კათედრაზე და 2017 წლამდე იყო ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი;

2004-2006 წწ კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო სამართალში;

2009-2011 წწ იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

2003-2005 წწ მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად;

2005-2006 წწ ეწეოდი საადვოკატო საქმიანობას;

2006-2009 წწ მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ;

2011-2012 წწ იყო წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოში;

2012-2017 წწ იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის N1/74 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი