დაიბადა 1967 წლის 07 ივლისს ქ. ზესტაფონში.
1984 წელს, დაამთავრა ქ. ზესტაფონის საშუალო სკოლა.
1985-1991 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
სწავლის პერიოდში და უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მუშაობდა სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 სექტემბრის №477 ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და 541მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2005 წლის 1 ნოემბრიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის №889 ბრძანებულებით დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 15 დეკემბრის №1/113 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 26 აპრილის №1/16 გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 მაისიდან, 3 წლის ვადით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.