დაიბადა 1976 წლის 21 მარტს ქ. თელავში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა თელავის N 8 საშუალო სკოლა
1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1998-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წამყვან სპეციალისტად, შემდგომ მოსამართლის თანაშემწედ და მთავარ მრჩევლად.
2009-2011 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2011 წლის მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
2012-2017 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2017-2022 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2017-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
2022 წლის მარტიდან დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
2022 წლის ივლისიდან დანიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.