საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ, ამოღებულ იქნა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის 1/1 და 5 პუნქტები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რომლებიც ითვალისწინებდნენ სახელმწიფო ბაჟის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხვას. 2012 წლის 22 ივნისიდან სახელმწიფო ბაჟი მხარეთა მიერ შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
დასახელება: ქ.თბილისი, “სახელმწიფო ხაზინა”
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის № 200122900