ნანა კალანდაძე

ნანა კალანდაძე

დაიბადა 1959 წლის 17 იანვარს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში.

1976 წელს წარჩინებით დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის შორაპნის№8 საშუალო სკოლა.

1986 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1986-1999 წლებში უნივერსიტეტის განაწილებით მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში, სახელდობრ ზესტაფონის რაიონის პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.

1995-2005 წლებში ძირითადი საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ქ. ზესტაფონში დაფუძნებულ პროფ. აკ. ჩხარტიშვილის სახელობის სოხუმისჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1998 წლის ოქტომბერში წარმატებით (მოცემულ პერიოდში კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შორის წერითგამოცდაში ყველაზე მაღალი ქულებით) ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აპრილის№203 ბრძანებულებით დაინიშნა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 მაისის №326 განკარგულებით დაეკისრა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 12 ივნისის№1/43-2005 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქოსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 5 მაისის  №1/52-2006 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის20მარტის №1/54-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 01 ოქტომბრის  №1/265 გადაწყვეტილებით  ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულიკანონის 54-ემუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

2010 წლის მაისიდან როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა ადვოკატის უფლებამოსილებას იურიდიულკ ომპანია,,კონსულტანტ“სა  და სპს ,,ბირაკაია და კვანტალიან“ში.

2013 წლის 01 ივნისიდან2014 წლის 27 მაისამდე იყო მუდმივმოქმედ არბიტრაჟშ.პ.ს ,,საარტბიტრაჟო სასამართლო კოლეგიას“ არბიტრი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014  წლის  27 მაისის  №1/49 გადაწყვეტილებით,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36 -ე მუხლისმე-4 და  41პუნქტების შესაბამისად დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტ მოსამართლედ ვანის მუნიციპალიტეტში.

 სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2014 წლის 09 ივნისის №10 ბრძანების შესაბამისად დაევალა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და ხონის მუნიციპალიტეტის მაგისტრი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის21 აპრილის №1/53 გადაწყვეტილებით,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36 -ე მუხლისმე-მე-4 და 42 პუნქტების საფუძველზე 2017 წლის 27 მაისიდან უვადოდ გამწესდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის11 იანვრის №1/11 გადაწყვეტილებით,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36 -ე მუხლის მე-4 , 41და 42პუნქტების საფუძველზე 2018 წლის 18 იანვრიდან უვადოდ გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 29 იანვრის №1/83 გადაწყვეტილებით,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-პუნქტის საფუძველზე 2018 წლის 30 იანვრიდან  გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი.