დაიბადა 1970 წლის 22 აგვისტოს, ქ.ქუთაისში.
1987 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის №25 საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით.
1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1994-1998 წლებში მუშაობდა ქ.ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორად.
1998-2001 წლებში მუშაობდა ქ.ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ.
2001-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2006-2009 წლებში იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 29 აპრილის №1/82 გადაწყვეტილებით 2009წლის 4 მაისიდან მივლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 სექტემბრის №1/176 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ქობულეთის ლიკვიდირებული რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 სექტემბრის №1/204 გადაწყვეტილებით 2009 წლის 10 სექტემბრიდან მივლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 1 დეკემბრის №1/398 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ლიკვიდირებული ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 2 აგვისტოს №1/136 გადაწყვეტილებით 2012 წლის 15 აგვისტოდან მივლინებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის №1/319 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2012 წლის 12 დეკემბერიდან.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 06 მარტის №164/01-04 ბრძანებით ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.