სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და შეაფასა. შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების პროექტი ითვალისწინებდა სასამართლოს თანამშრომლებისთვის მეტი დამოუკიდებელი სამუშაო სივრცის შექმნას, სასამართლოს შემოსასვლელის ადაპტირებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, პანდუსების მოწყობას შშმ პირებისათვის. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამედიაციო სივრცეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბადრაგო სივრცესა და საკნებს, შენობის გარე პერიმეტრზე მოქალაქეებისა და შშმ პირებისათვის დამატებით კეთდება ახალი სველი წერტილები, დასრულდა საქვაბისა და დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაცია.  ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარესა და მენეჯერთან შეთანხმებით, დაიგეგმა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

     ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა 1898-1900 წლებში აშენდა,  ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. შესაბამისად, შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტი შეთანხმებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin