მარინე იმერლიშვილი

მარინე იმერლიშვილი

დაიბადა 1966 წლის 11 ოქტომბერს ქ. ხაშურში

1983 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის მე-4 საშუალო სკოლა.

 1986 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1991 წელს.

 1984 წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთის კოლ-მეურნეობაში. 

1994-1995 წლებში მუშაობდა აბაშის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის იურისტად.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ქუთაისის ადვოკატურაში. 

1999-2000 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივლისის №790 განკარგულებით დაეკისრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 ოქტომბრის №423 ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.

საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და 541 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 1 ნოემბრი-დან საქართველოს პრეზიდენტის 2005წლის 31 ოქტომბრის №892 ბრძანებულებით გათავისუფლებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის 1/325 გადაწყვეტილებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიოდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.

   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის 1/316 გადაწყვეტი-    ლებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად 2012 წლის 20 ნოემბრიდან დაინიშნა ქუთაისის სა-აპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.