სასამართლოს შესახებ

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მას  ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს განაჩენით,  სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხისა და შეიარაღებული ფორმირების შექმნისათვის  12-წლიანი მსჯავრი ჰქონდა დადებული.

    მეორე ინსტანციის სასამართლოში პროცესის დაწყებამდე, პროკურატურამ მსჯავრდებულთან სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.  სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე  ემზარ კვიციანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ მსჯავრში.

     საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასამართლომ ემზარ კვიციანს 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა მოხდილად ვადის გასვლის გამო.

    ემზარ კვიციანი პატიმრობიდან სასამართლო სხდომათა დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin