სასამართლოს შესახებ

ბოლოდღეების განმავლობაში, განსასჯელ ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არაუფლებამოსილმა მოსამართლემ იმსჯელა, სასამართლო პასუხობს

ბოლოდღეების განმავლობაში, განსასჯელ ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე  არაუფლებამოსილმა მოსამართლემ იმსჯელა,  სასამართლო პასუხობს.

   ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’  საქართველოს ორგანული კანონის 23-ე  მუხლისმე-4 ნაწილის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეებს საჭიროების შემთხვევაში და მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დაევალათ საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატებში, ან საგამოძიებო კოლეგიაში.

   დამატებით განვმართავთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში უფლებამოსილებას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მოსამართლე – მალხაზ ოქროპირაშვილი. 2013 წლის 15 მაისის მდგომარეობით, საგამოძიებო კოლეგიაში განსახილველმა საქმეებმა მკვეთრად მოიმატა – განსახილველად შემოვიდა 159 საქმე,  წინაწლის ანალოგიურ პერიოდში კი დაფიქსირებულია მხოლოდ 21.  შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საგამოძიებო კოლეგიაში განისაზღვრა მოსამართლეთა შემდეგი რიგითობა: 1. გურული მალხაზი. 2. ოქროპირაშვილი მალხაზი. აღნიშნული ბრძანება ძალაშია დღეის მდგომარეობითაც.

  ზემოთქმულის  გათვალისწინებით, განსასჯელ ვანო მერაბიშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეზე სასამართლოს მხრიდან რაიმე ფორმით კანონდარღვევაზე საუბარი დაუსაბუთებელი და არასწორია.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin