მურთაზ მეშველიანი

მურთაზ მეშველიანი

დაიბადა 1956 წლის 3 მარტს ლენტეხის რაიონის სოფელ ნანარში.

1971 წელს დაამთავრა ხოფურის რვაწლიანი სკოლა.

1973 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის სკოლა-ინტერნატი.

1975 წელს დაამთავრა თბილისის №49 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1980წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1980-1991 წლებში მუშაობდა შსს ხონის შს განყოფილების გამომძიებლად, შემდგომ კი უფროს გამომძიებლად.

1991-1999 წლებში იყო ხონის რაიონის სასამართლოს მოსამართლე.

1999-2001 წლებში იყო ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე

2001-2003 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2003-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2009 წლის 9 ნოემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას  ახორციელებდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ხოლო 2011 წლის მაისიდან 2013 წლის ივნისამდე ხელვაჩაურის  რაიონულ სასამართლოში.

2013 წლის 29 ნოემბრის №1/191 გადაწყვეტილების საფუძველზე ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.