• (431) 25 61 08 , 25 61 17
  • kutaisi-appeal@court.ge
  • ქ. ქუთაისი, ნიუპორტის №32
სასამართლოს შესახებ

კორონა ვირუსის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც შეუერთდა

საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში ახალი კორონავირუსით მზარდი ავადობის ფონზე, ვირუსის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს სასამართლო სისტემაც შეუერთდა. ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და იუსტიციის საბჭოს შესაბამის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა გამოსცა ბრძანება. იგი ითვალისწინებს დღეიდან, 2020 წლის 16 მარტიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადასვლას დისტანციური შრომის რეჟიმზე.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin