ვასილ მშვენიერაძე სასამართლოს თავმჯდომარე

ვასილ მშვენიერაძე სასამართლოს თავმჯდომარე

ირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1971 წლის 9 ოქტომბერს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება:

2000 წ. – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის კვალიფიკაცია;

1995 წ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი, ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება:

2020 წლის ივლისიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე.

2019-2020 წწ. – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

2019-2020 წწ. – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლიდან დღემდე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2017-2019 წწ. – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2015-2019 წწ. – საპროკურორო საბჭოს წევრი.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2008-2017 წწ. – მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2008 წ. – აპრილიდან აგვისტომდე საგარეჯოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, აგვისტოდან დეკემბრამდე გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2007-2008 წწ. – მცხეთის რაიონული პროკურატურა, პროკურორი.

2006-2007 წწ. – მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.

2006 წ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

2004-2005 წწ. – თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი.

2002-2004 წწ. – თბილისის საოლქო სასამართლოს, სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი.

1999-2002 წწ. – თბილისის საოლქო სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე.

1997-1999 წწ. – ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელი. პარალელურად საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელი.

სხვა მიღწევები:

პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა – წარმატებით.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა – წარმატებით.

2002-2003 წწ. – შსს აკადემიის ასპირანტურა.