ნანა კალანდაძე

ნანა კალანდაძე

დაიბადა 1959 წლის 17 იანვარს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში.

1976 წელს წარჩინებით  (ვერცხლის მედალი) დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის შორაპნის №8 საშუალო სკოლა.

1986 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1986-1999 წლებში უნივერსიტეტის განაწილებით მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში, სახელდობრ ზესტაფონის რაიონის პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.

1995-2005 წლებში ძირითადი საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ქ. ზესტაფონში დაფუძნებულ პროფ. აკ. ჩხარტიშვილის სახელობის სოხუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1998 წლის ოქტომბერში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აპრილის №203 ბრძანებულებით დაინიშნა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 მაისის №326 განკარგულებით დაეკისრა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 12 ივნისის №1/43-2005 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 5 მაისის  №1/52-2006 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 20 მარტის  №1/54-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 01 ოქტომბრის  №1/265 გადაწყვეტილებით  ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

2010 წლის მაისიდან როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა ადვოკატის უფლებამოსილებას იურიდიულ კომპანია ,,კონსულტანტ“სა  და სპს ,,ბირაკაია და კვანტალიან“ში.

2013 წლის 01 ივნისიდან 2014 წლის 27 მაისამდე იყო მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს ,,საარტბიტრაჟო სასამართლო ლეგიას“ არბიტრი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014  წლის  27 მაისის  №1/49 გადაწყვეტილებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 და მე-41 პუნქტების შესაბამისად დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ვანის მუნიციპალიტეტში.

 სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2014 წლის 09 ივნისის №10 ბრძანების შესაბამისად დაევალა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და ხონის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 21 აპრილის №1/53 გადაწყვეტილებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-მე-4 და 42 პუნქტების საფუძველზე 2017 წლის 27 მაისიდან უვადოდ გამწესდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის №1/11 გადაწყვეტილებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-მე-4 , 4და 42 პუნქტების საფუძველზე 2018 წლის 18 იანვრიდან უვადოდ გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 29 იანვრის №1/83 გადაწყვეტილებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე 2018 წლის 30 იანვრიდან  უვადოდ გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო  საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 22 აპრილის  №1/37 გადაწყვეტილებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 10 მაისიდან უვადოდ გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი.