ვერა დოლიძე

ვერა დოლიძე

დაიბადა 1970 წლის 22 აგვისტოს,  ქ.ქუთაისში.

1987  წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის №25 საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით.

1993  წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1994-1998  წლებში მუშაობდა ქ.ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორად.

1998-2001  წლებში მუშაობდა  ქ.ქუთაისის  პროკურორის  თანაშემწედ.

2001-2005  წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2006  წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2006-2009  წლებში იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 29 აპრილის №1/82 გადაწყვეტილებით 2009წლის 4 მაისიდან მივლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  2009 წლის 7  სექტემბრის №1/176  გადაწყვეტილებით  გათავისუფლდა ქობულეთის ლიკვიდირებული რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  2009 წლის 7  სექტემბრის №1/204 გადაწყვეტილებით 2009  წლის 10 სექტემბრიდან  მივლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 1 დეკემბრის №1/398 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა  ლიკვიდირებული  ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012  წლის 2 აგვისტოს №1/136 გადაწყვეტილებით 2012 წლის 15 აგვისტოდან მივლინებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012  წლის 19 ნოემბრის №1/319 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2012 წლის 12 დეკემბერიდან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 06 მარტის №164/01-04 ბრძანებით ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.